დედაენის დღესთან დაკავშირებით, თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი ავთანდილ ცინცაძე თბილისის 158-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და მოსწავლეებს შეხვდა.
„14 აპრილი უმნიშვნელოვანესი დღეა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 46 წლის წინ, მშობლიური ენის დასაცავად ათიათასობით მოქალაქე გაერთიანდა და მასშტაბურმა საპროტესტო ტალღამ შეძლო ის, რომ მომავალ თაობებს ქართული ენა, როგორც სახელმწიფო ენა შეუნარჩუნა. ჩვენი ყველას ვალია, სწორედ პირველი კლასიდან შევაყვაროთ პატარებს ქართული ენა, ჩვენი უნიკალური დამწერლობა. ვასწავლოთ მისი დაცვა და მოფრთხილება. დარწმუნებული ვარ, თქვენი ნიჭიერებით და შრომით, კიდევ უფრო უკეთეს საქართველოში ვიცხოვრებთ“,-განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.
საბურთალოს მაჟორიტარმა წევრმა მოსწავლეებს სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
გიორგი ტყემალაძე: „ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია“
მაისი 30,2024მომავალ სასწავლო წელს N109 საბავშვო ბაღი ახალი შენობით შეხვდება
მაისი 30,2024გიორგი ტყემალაძე ვაკის რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას გაეცნო
მაისი 22,2024